16:58 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
ჰეროინი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ფონიჭალაში ორი პირი დააკავეს

CC BY 2.0 / Derek A. / In-House Drug Lord?
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ ამოიღო.

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები ფონიჭალის დასახლებაში დღეს დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჯამში ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი თემები