01:39 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
საკანი

ტრაგედია ბარნოვზე: ბრალდებული მოკლულის შვილს მკვლელობაში მონაწილეობას სთავაზობდა

CC BY 2.0 / Dave Nakayama / caged
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
149 0 0

თავად ბრალდებული  უარყოფს, რომ 25 წლის ქალი შვილების თვალწინ მოკლა

თბილისი, 12 ოქტომბერი- Sputnik. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მოკლულის მცირეწლოვან შვილს  დედის მკვლელობაში მონაწილეობას სთავაზობდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე წლის 13 აპრილს 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი  საკუთარმა მამინაცვალმა, ვეფხია ბაქრაძემ  მოკლა. გამოძიების ვერსიით, ბოროტმოქმედმა თამარ გამრეკელაშვილს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა და მიიმალა. ბაქრაძე მკვლელობიდან მეორე დღეს სოფელ თელეთში დააკავეს. დანაშაულის მოტივად ბრალდებულსა და ყოფილ მეუღლეს, მოკლულის დედა ნათია გობაძეს შორის უთანხმოება სახელდება. 

„დაიკითხა გარდაცვლილის არასრულწოვანი შვილი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ჩადენილ მკვლელობას და დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ბრალდებულმა თაკო გამრეკელაშვილი. ამავდროულად, დაიკითხა ორი ფსიქოლოგი... ორივე ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, როცა თავისი დედის მკვლელობას შეესწრო", - განაცხადა პროკურორმა  გია შაიშმელაშვილმა.

თავად ბრალდებული  უარყოფს, რომ 25 წლის ქალი შვილების თვალწინ მოკლა.

ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა, მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი წარედგინა  სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებულს 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული.

მთავარი თემები