20:39 25 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1838
  • 100 RUB4.4436
  • USD2.7945
საპატრულო პოლიციის ავტომობილი

ავტოავარია თბილისში ტრაგიკული შედეგით დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
39502

მძღოლი ინციდენტის ადგილზე დარჩა და საპატრულო პოლიციას დაელოდა

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე Opel–ის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს–ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

შემთხვევა ორშაბათს, საღამოს მოხდა. შსს–ს ინფორმაციით, მამაკაცი გზაზე არასათანადო ადგილას გადადიოდა. ავტომობილის მძღოლი არ მიიმალა და საპატრულო პოლიციას დაელოდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი თემები