ბათუმი-სარფის მაგისტრალი ღამით დროებით გადაიკეტა

© Sputnik / Levan Avlabreliექსკავატორი
ექსკავატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ცენტრალურ მაგისტრალზე  საავტომობილო მოძრაობა  აღდგენილია

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მაგისტრალის გადაკეტვის მიზეზი გვიან ღამით სარფის გზატკეცილზე კლდიდან ლოდების ჩამოშლა გახდა.

კლდის ჩამოშლამ გზა მთლიანად ჩახერგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის მათუმი–სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე  საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. სპეცტექნიკა ადგილზე მუშაობას განაგრძობს.

ყველა ახალი ამბავი
0