01:42 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
დაკავება

ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ: დაკავებულია 192 მოქალაქე და 7 პოლიციელი

CC BY 2.0 / Tar Sands Blockade / Darryl Hannah in Handcuffs
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (743)
78 0 0

მიმდინარე წელს რეგისტრირებულ დანაშაულებში ნარკოდანაშაული ყველაზე გავრცელებულ დანაშაულებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აწარმოებს ქვეყანაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, რის საფუძველზეც სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ პოლიციის თანამშრომლებიც, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს გენერალური ინსპექციის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა-შემოტანის ფაქტებზე პოლიციის შვიდი თანამშრომელი მიეცა პასუხისგებაში.

მათ გარდა პოლიციამ მხოლოდ ფონიჭალის დასახლებაში 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179 მამაკაცი დააკავა.

დღეეისთვის საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების რამდენიმე წყარო და არხია. პირველია ე.წ. „ფონიჭალის არხი", მეორე – ინტერნეტის გზით გავრცელება, ხოლო მესამე - „კლუბური ნარკოტიკები", რომელთა ტრანზიტიც ევროპიდან ხორციელდება.

ნარკოტიკული საშუალებების ტრანზიტი და რეალიზაცია საქართველოში ერთ-ერთი მძიმე დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რეგისტრირებულ დანაშაულებში ნარკოდანაშაული ყველაზე გავრცელებულ დანაშაულებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (743)

მთავარი თემები