თელავში მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა და გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს კახეთში სექტემბრის თვეში ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდნის უკვე მეორე შემთხვევაა.

თბილისი,  24 სექტემბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში 72 წლის მამაკაცი ჭაჭით სავსე  აუზში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა გურჯაანში – ჭაჭით სავსე ავზში მამაკაცი ჩავარდა

მამაკაცი ოთხი მეტრის სიღრმის ავზში  დასადუღებლად დაყენებული ჭაჭის ამორევას ცდილობდა.

ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ეს კახეთში სექტემბრის თვეში ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდნის უკვე მეორე შემთხვევაა.

20 სექტემებრს გურჯაანში  ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებაში“ შუახნის მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0