დაკავებულია 143 ნარკორეალიზატორი – შსს ცხრა თვის მონაცემებს აქვეყნებს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ ამოიღო 25 კილოგრამი ჰეროინი, 1,5 კილოგრამი კოკაინი, 2,1 კილოგრამი MDMA და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო ცხრა თვეში 143 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში პოლიციამ ამოიღო 25 კილოგრამი ჰეროინი, 1,5 კილოგრამი კოკაინი, 9 ათასამდე აბი „სუბოტექსი" და „სუბოქსინი", 2,1 კილოგრამი MDMA, 1,2 კილოგრამამდე ფსიქოტროპული მედიკამენტები.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 189 პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრება>>>

ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ბრალდებულები, რომლებიც 26-დან 43 წლამდე არიან, მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს დააკავეს.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
თბილისი ამსტერდამი არ გახდება: მარიხუანას ყველა და ყველგან ვერ მოწევს

„ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სამართალდამცველებმა, რამდენჯერმე განახორციელეს მათგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა", – ნათქვამია განცხადებაში.

დამნაშავეების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია რვა შეკვრა ჰეროინი და სხვადასხვა სახის აბები.

ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში დაკავებულია 38 და 29 წლის ორი მამაკაცი.

სამართალდამცველებმა 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „სადახლოს" მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ირანის ოთხი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკს ფეხსაცმლის ძირებში მალავდნენ. დამნაშავეების პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2,8 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0