ესპანელმა სამართალდამცველებმა 15 ქართველი დააკავეს

© REUTERS / Albert Geaესპანეთის პოლიცია
ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად

 

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის“ 15 წევრი დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ესპანურ პრესაზე დაყრდნობით.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა.

სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ესპანელმა სამართალდამცავებმა 5 და 6 სექტემბერს ჩაატარეს, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 130 ათასი ევრო, 2 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები, ელექტროტექნიკა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები.

ესპანეთში სამი ქართველი 11 სახლის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს>>>

ესპანური მედიის ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფებების  წევრები ყოველთვის ერთნაირი ტაქტიკით მოქმედებდნენ. კერძოდ, პირველ ეტაპზე არჩევდნენ სახლებს, შემდეგ კარზე სპეციალურ მინიშნებებს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ, იყვნენ თუ არა სახლში ბინის  მეპატრონეები. 

იტალიის პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ხუთმა ქართველმა იტალიელი მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა: დამნაშავეები დააკავეს

სამართალდამცველების ინფორმაციით,  დაკავებული პირები ორი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

დაკავებულთა  შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც სახლების გაქურდვაში ბრალდებულების ქმედებების კოორდინაციას უწევდა. ის 53 წლის მამაკაცია, რომელსაც რუსეთში სხვადასხვა დანაშაულში ედება ბრალი. სავარაუდოდ, ბრალდებული ესპანეთში ყალბი პასპორტით ჩავიდა და ხელმძღვანელობდა კრიმინალურ დაჯგუფებებს ალიკანტესა და სევილიაში.

დაკავებულებს სულ 22 დანაშაულში ედებათ ბრალი. თუმცა, კატალონიის პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ ბრალი, შესაძლოა,  დაუმძიმდეთ. პოლიცია ასევე განაგრძობს დაპატიმრებული პირების თანამზრახველების ძებნას.

ვიდეომასალაში, რომელიც ესპანურმა პრესამ გაავრცელა, ჩანს გოჩა მაისურაძე, მეტსახელად „გოგიტა“, რომელიც ესპანური მედიის ცნობით, კატალონიაში ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ პიკესა და მომღერალ შაკირას სახლის გაქურდვაშია ბრალდებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0