ყვარელში მეოთხე დღეა ახალგაზრდა ქალს ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, ქალი მეუღლესთან კონფლიქტს გაექცა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეში მეოთხე დღეა 25 წლის ქალს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მტკვარი - Sputnik საქართველო
ორდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ძმებიდან ერთ-ერთის ცხედარი მტკვარში იპოვეს

არსებული ინფორმაციით, 25 წლის ასიათა საიდოვა სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. იგი ბოლოს ერთ-ერთმა ახლობელმა ნახა.

ოჯახის წევრების ვარაუდით, ახალგაზრდა ქალი მეუღლესთან კონფლიქტს გაექცა. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზით ქალმა მანამდე თვითმკვლელობაც სცადა.

სამძებრო ოპერაციაში სამართალდამცველები არიან ჩართული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯერჯერობით მხოლოდ ის არის გარკვეული, რომ საიდოვას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0