თბილისში შენობის დემონტაჟისას ჩამონგრეული კედელი საცხოვრებელ სახლს დაეცა

© Sputnik / Denis Aslanovკედლის ჩამონგრევა
კედლის ჩამონგრევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არქეოლოგიის ყოფილი ინსტიტუტის შენობის დანგრევა, რომლიც უზნაძის 14 ნომერში მდებარეობს, ერთი კვირის წინ დაიწყო.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ყოფილი არქეოლოგიის ინსტიტუტის შენობის დემონტაჟისას კედელი ჩამოინგრა და ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩამოშლილი კლდე - Sputnik საქართველო
მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

არქეოლოგიის ყოფილი ინსტიტუტის შენობის დანგრევა, რომლიც უზნაძის 14 ნომერში  მდებარეობს, ერთი კვირის წინ დაიწყო. ამ ადგილას კომპანია „ბეტა ჯგუფმა“ სასტუმრო უნდა ააშენოს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე სახელმწიფო  ქონება 1 960 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანია სულ მცირე 120-ნომრიან სასტუმრო-კომპლექსს მოაწყობს, რისთვისაც არანაკლებ 6 500 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს  განუცხადეს, რომ დაზიანებულ სახლს პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებენ.


ყველა ახალი ამბავი
0