სუს-ის მიერ დაკავებული პირი, სავარაუდოდ, ზუგდიდის კორუფციულ საქმეში ფიგურირებს

© photo: Sputnik / Stringerსახელმწიფო უსაფროების სამსახურის შენობა
სახელმწიფო უსაფროების სამსახურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ში ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნები გამოკითხეს

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული ზაზა ხასაია, სავარაუდოდ, ზუგდიდის კორუფციულ საქმეში ფიგურირებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ზაზა ხასაია ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-მა ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსია. იგი გამოძიების ფარგლებში იარაღის უკანანო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებულია მისი მეუღლეც.

დაკავებული - Sputnik საქართველო
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს. მეორე დღეს, 12 სექტემბერს გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა. 

13 სექტემბერს გავრცელდა ფარული აუდიო-ჩანაწერი, რომელშიც ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი. ჩანაწერში ლაშა გოგიას გარდა, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია და, ასევე, ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია ფიგურირებენ.

როგორც ჩანაწერში ისმის, ბიზნესმენმა კვირკვიამ ზუგდიდის მაშინდელ ვიცე-მერის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით გადასცა, ასევე საბანკო ანგარიშზე 30 ათასი დოლარი ჩაურიცხა. ზუგდიდის მერიის უკვე ყოფილი მაღალჩინოსნები ბიზნესმენს ზუგდიდის ტერიტორიაზე კონკრეტული უძრავი ქონებების დაუფლებაში უნდა დახმარებოდნენ.

ზუგდიდი - Sputnik საქართველო
ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

გია გულორდავამ თანამდებობა ზუგდიდის მერთან ერთად დატოვა, თუმცა ამ ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავს.

გუშინ სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია. იგი მოდულის შენობაში ცხრა საათზე მეტხანს იმყოფებოდა. 

სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ში ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაიაც გამოკითხეს. ფარული აუდიოჩანაწერი სუს-ში სწორედ კახა მიქაიამ მიიტანა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. 


ყველა ახალი ამბავი
0