20:48 19 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
დაკავება

თაღლითობა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებისას: დაკავებულია სამი პირი

CC BY 2.0 / Tar Sands Blockade / Darryl Hannah in Handcuffs
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (804)
89 0 0

ნივთმტკიცებად ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 2 ათას ლარამდე თანხა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ისინი გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო და ხმოვან სიგნალს იღებდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ.

ნივთმტკიცებად ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 2 ათას ლარამდე თანხა.

გამოძება მიმდინარეობს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილით, („წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“), რაც ითვალისწინებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

30 სექტემბრიდან მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტებს ეკომართვის საგამოცდო ბილეთები დაემატა.

რა სიახლეები ელოდებათ მართვის მოწმობის მსურველებს>>>

შესაბამის ბრძანებას — „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ", რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ხელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აწერს. ბრძანებას თან ერთვის დანართები, რომელშიც ეკომართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული. მართვის მოწმობის მისაღებ საგამოცდო ტესტებს ჯამში 51 ბილეთი დაემატა. ბილეთების საერთო რაოდენობა 1792-მდე გაიზრდა.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (804)

მთავარი თემები