22:23 17 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
ავტოავარია ტრასაზე

ავარია ქობულეთში: ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა

© Sputnik / Alex Shlamov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1315)
134 0 0

ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, ამ მონაკვეთზე ბოლო ერთ თვეში სამი ავარია მოხდა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ქობულეთში, ემტეესის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, ამ მონაკვეთზე ბოლო ერთ თვეში სამი ავარია მოხდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, გზაზე არ არსებობს მოხაზულობა და საგზაო ნიშნები.


თემები:
შემთხვევები საქართველოში (1315)

მთავარი თემები