06:18 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
პატრულ-ინსპექტორი

ყვირილი და დაპირისპირება პოლიციასთან - გორთან ავტომაგისტრალის გადაკეტვას შეეცადნენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1171)
45 0 0

დაღუპული 18 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრები პოლიციას საქმის არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებენ

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სოფელ ხელთუბნის მკვიდრის, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები, ახალგაზრდის დაღუპვის საქმის დროულად გამოძიების მოთხოვნით ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას შეეცადნენ.

მერებაშვილს აღნიშნულ მაგისტრალზე Mercedes Benz-ის მარკის მიკროავტობუსი 6 ივლისს დაეჯახა. ახალგაზრდამ ოჯახის წევრებთან დაკავშირება და მათთვის დახმარების თხოვნა მოასწრო. „სასწრაფო დახმარების" მისვლისას, იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა, ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მერებაშვილის ოჯახმა პოლიცია საქმის არაობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავის მფარველობაში დაადანაშაულა.

„ყველას დიდი ბოდიში“ — სარალიძე ნანობს, რომ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა>>>

„ჩემი მოთხოვნა ისაა, რომ ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს. ისინი (პოლიცია — რედ.) სხვა რამეზე მუშაობენ, მე კი ვიცი, რომ იქ სულ სხვა რამ მოხდა. ისინი ავარიის ვერსიაზე მუშაობენ, რომელიც არ იყო, ვიცი, რომ ჩემი შვილი მოკლეს და მკვლელს ხელს აფარებენ. მათ (პოლიციელებს — რედ.) „ზემოდან" დაურეკეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვ — მოვიდნენ მინისტრი, გენერალური პროკურორი, ასევე პრემიერი, რათა მათ შევხვდე და ყველაფერი ავუხსნა. მე დასაკარგი არაფერი მაქვს", — განაცხადა გარდაცვლილის მამამ მერაბ მერებაშვილმა ჟურნალისტებთან.

შსს-მ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა.

„საქმესთან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად — კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით — დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა," — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს — „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება" და „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია" — რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გადაკეტვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები გორისკენ დაიძრნენ, რომლის ცენტრალურ მოედანზეც ამ დროისთვის ტარდება აქცია.

აქციის მონაწილეებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ, რომლებიც საკუთარი შვილების დაღუპვის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქციებს სისტემატურად ატარებენ.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1171)

მთავარი თემები