კომერციული ბანკებისთვის ყალბი მონაცემების მიწოდებისთვის 21 პირი დააკავეს

გამოწერა
ბრალდებულები ზოგ შემთხვევაში ყალბ სახელფასო ცნობებს წარადგენდნენ.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტზე 21 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
სიღნაღში სოციალურად დაუცველთა თანხები მიითვისეს – დაკავებულია კომისიის მდივანი

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავეები 2018 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ამხილეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავეები კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას სამუშაო ადგილისა და ანაზღაურების შესახებ ყალბ მონაცემებს უთითებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი ყალბ სახელფასო ცნობებს წარადგენდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით („ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0