თურქეთის ტერიტორიაზე ზღვაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს

© AP Photo / Lefteris Pitarakisთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ქართველი და თურქი მაშველები.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის დაბა ქემალფაშას მიდამოებში 28 წლის არჩილ ყურშუბაძის ცხედარი თურქმა მყვინთავებმა დღეს, დილით იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
სარფში თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქალი აღმოაჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ყურშუბაძე, რომელიც ტრაილერს მართავდა, გუშინ თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა. დაახლოებით 13:30 საათზე მან ავტომობილი ავტოსადგომზე გააჩერა და საცურაოდ ზღვაში შევიდა. თვითმხილველების განცხადებით, რამდენიმე წუთის შემდეგ მისი კვალი გაქრა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს, დილის 07:00 საათიდან განახლდა. სამძებრო ჯგუფში ჩართული იყო 12 მყვინთავი და ორი კატარღა, თურქ მაშველებთან ერთად ძებნაში ქართველებიც მონაწილეობდნენ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ არჩილ ყურშუბაძის ოჯახის წევრები და ახლობლები, აგრეთვე გენერალური საკონსულოს ჯგუფი.

საკონსულოს წევრების განცხადებით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0