გორში ორი ადამიანი სავარაუდოდ ობობა „შავმა ქვრივმა“ დაკბინა

CC0 / Pixabay / ობობა ყვავილზე
ობობა ყვავილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შავი ქვრივი“ შხამიანია და ზოგჯერ მისი ნაკბენი ადამიანისთვის მომაკვდინებელია.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. გორში კლინიკა „გორმედში“ ობობას ნაკბენით გამოწვეული ინტოქსიკაციით ორი პაციენტი მოათავსეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მათ აღენიშნებოდათ მუცლისა და კიდურების არეში ძლიერი ტკივილი და გართულებული ჰქონდათ სუნთქვა.

გველი - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ საქართველოში შხამიანმა გველებმა ადამიანები დაკბინეს

სპეციალისტები ცდილობენ გაარკვიონ, რომელი სახეობის ობობამ დაკბინა მოქალაქეები. ისინი ვარაუდობენ, რომ კლინიკური ნიშნების მიხედვით, სწორედ „შავი ქვრივი“ უნდა ყოფილიყო, რომლის პოპულაციის არეალად შიდა ქართლიც ითვლება. იგი შხამიანია და ზოგჯერ მისი ნაკბენი ადამიანისთვის მომაკვდინებელია.

სპეციალისტთა ნაწილის აზრით კი, ობობა ვერ იქნებოდა „შავი ქვრივი“ და შესაძლოა, მხოლოდ მისი მსგავსი სახეობა იყო.

გორის სამედიცინო კლინიკაში აქამდე ობობას მიერ დაკბენილ პაციენტთა მიმართვა არ დაფიქსირებულა.


ყველა ახალი ამბავი
0