ქობულეთში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

გამოწერა
ავტომობილში ინციდენტის დროს მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, საბედნიეროდ, ის არ დაშავებულა

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქობულეთში, ცენტრალურ გზაზე სოფელ მუხაესტატესთან ტრაილერი გადაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ავარიები შორაპანში: დაშავებულები არ არიან

შემთხვევის მიზეზად მძღოლი ავტომობილის სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის მწყობრიდან გამოსვლას ასახელებს. მისი თქმით, გადაცემათა კოლოფი გაიჭედა და მან მანევრის ჩატარება ვეღარ შეძლო.

ავტომობილში ინციდენტის დროს მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, საბედნიეროდ, ის არ დაშავებულა.

ტრაილერის გადაბრუნებას გზაზე მოძრაობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა არ შეუქმნია.

 

ყველა ახალი ამბავი
0