16 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთის სასამართლომ 16 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება Rustavi 2.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 16 წლის გოგონა სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდათ. მოგვიანებით, ბრალდებული გოგონას მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
16 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმე: ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

როდესაც გოგონამ ბოროტმოქმედს გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, მან გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც 16 წლის მოზარდმა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ასევე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე. 

საქართველოში დანაშაულის სტატისტიკა მძიმდება >>

22 წლის ახალგაზრდას  5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0