რაჭასა და აზერბაიჯანში მიწისძვრები მოხდა

© photo: Sputnik / G. Koposov / გადასვლა მედიაბანკშიმიწისძვრის სეისმოგრამა, არქივის ფოტო
მიწისძვრის სეისმოგრამა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნგრევასა ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ონში, სოფელ სორგითიდან 3 კილომეტრში 3,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:03 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევასა ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გამთენიისას 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა აზერბაიჯანშიც მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:29 საათზე დაფიქსირდა. 


ყველა ახალი ამბავი
0