ყოფილი „ლეოგრანდი“ დროებით ისევ დაიკეტება

© Sputnik / Seyran Baroyanსასტუმრო „ლეოგრანდი“
სასტუმრო „ლეოგრანდი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლეოგრანდის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პერსონალი ხელფასს მაინც მიიღებს.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას  საქმიანობის შესაწყვეტად 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მისცა ვადა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

„ლეოგრანდის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პერსონალი ხელფასს მიიღებს იმ პერიოდშიც, როცა სასტუმრო დაკეტილი იქნება.

სასტუმრო ლეოგრანდი ბათუმში - Sputnik საქართველო
სასტუმრო „ლეოგრანდს“ საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დღეს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს, აჭარის მთავრობასა და სასტუმრო „ველმონდის“, ადმინისტრაციას შორის. გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა სასტუმროს ადმინისტრაციას 43 რეკომენდაცია მისცეს, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა

ყველაზე მთავრი პრობლემა უწყების სპეციალისტების დასკვნით, არის ის, რომ შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ლეოგრანდის" დახურვას მოითხოვს >>

გასულ წელს სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ირანის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე ემსხვერპლა, 21 ადამიანს კი სამედიცინო დაწესებულებაში დახმარება დასჭირდა.

„გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა“, —აღნიშნავენ სამსახურში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, სამსახური მზად არის უმოკლეს ვადებში მხარი დაუჭიროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლას.

სასტუმრო „ლეოგრანდი“ - Sputnik საქართველო
„ლეოგრანდის“ მენეჯერები სასამართლომ გირაოთი არ გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდს", რომელიც ამჟამად „ველმონდის" სახელით ფუნქციონირებს, საქმიანობის უფლება შეუჩერა ივლისშიც შეუჩერა და მაშინაც მთავარი პრობლემა კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დაუმონტაჟებლობა იყო.

„ველმონდი" (ყოფილი „ლეოგრანდი“) ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს აშენდა ზღვის სანაპიროზე, პორტის მახლობლად. აჭარის მთავრობის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენცდარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0