ტურისტული პატრული მოქმედებაში - დაკავებულია რეციდივისტი

© Sputnik / Alex Shlamovტურისტული პატრული თბილისში
ტურისტული პატრული თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული პირი ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე 21 წლის მამაკაცი უცხოელის დაყაჩაღების მცდლობისთვის დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

უწყების ცნობით, ქვეითმა პატრულებმა ბრალდებული თბილისში, რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აზერბაიჯანის მოქალაქეს დანის მუქარით ფულს სძალავდა.

დაკავებული გ.თ. ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

 საქმეზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0