06:56 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
მაშველები

დღის გმირები - მაშველებმა კიდევ ორი ტურისტი გადაარჩინეს

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1218)
9110

ორი მოქალაქე მდინარე ჯალარას ადიდების გამო მეორე ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა წალენჯიხაში ისრაელის მოქალაქეები გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს ტობა ვარჩხილის გზაზე მოხდა. ორი ტურისტი მდინარე ჯალარას ადიდების გამო მეორე ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

ამ დროისთვის ტურისტები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოში ორი დღეა უამინდობას ებრძვიან. რამდენიმე რეგიონში ადიდებულმა მდინარეებმა სახლები დატბორეს და გზები წაიღეს. მოსახლეობას საფრთხე შეექმნა, ზოგიერთ სოფელში რამდენიმე ოჯახი ევაკუირებულია. შავ ზღვაზე შტორმია. მთელი დღის განმავლობაში მაშველები ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. 


თემები:
შემთხვევები საქართველოში (1218)

მთავარი თემები