02:20 19 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0352
  • 100 RUB3.9895
  • USD2.6655
შტორმი შავ ზღვაზე

მაშველებმა 9 წლის ბიჭი გადაარჩინეს - უწყება დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

© Sputnik / Seyran Baroyan
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1406)
170 0 0

მოზარდი 50 მეტრის სიღრმეში იყო შესული და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ურეკში ცხრა წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიჭი სახელად გევორქი სომხეთის მოქალაქეა. იგი ზღვაში 50 მეტრის სიღრმეში იყო შესული და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის შტორმის გამო ზღვაში ცურვა აკრძალულია.  

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.


თემები:
შემთხვევები საქართველოში (1406)

მთავარი თემები