11:49 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
მაშველები

ქობულეთსა და კვარიათში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1061)
41 0 0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბათუმსა და ქობულეთში აღარ წვიმს და უწყების თანამშრომლები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან, იუწყება ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზია".

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბათუმსა და ქობულეთში წვიმამ გადაიღო და შესაბამისი სამსახურები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში მეწყრული პროცესები წვიმის შემდეგ გააქტიურდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ფერდობი ჩამოიშალა. ადგილობრივების განცხადებით, ჩამოწოლილი მიწის მასა მცირე ზომისაა, თუმცა, იგი დროულად გამაგრებას საჭიროებს, რათა შემდგომში მდგომარეობა არ გართულდეს.

მიწის მასა ჩამოწვა კვარიათში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთანაც. ამ დროისთვის ოჯახს ახლობლები, მეზობლები და მერიის სანდასუფთავების თანამშრომლები საყოფაცხოვრებო ნივთების სახლიდან გატანაში ეხმარებიან.

შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მისი განმარტებით, ოჯახს დროებით ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ.

დღეს შავ ზღვაზე ისევ შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1061)

მთავარი თემები