მკვლელობა ვარკეთილში, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ ოთხშაბათს ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა გახსნა

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილში 41 წლის მამაკაცის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული 38 წლის იყო.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაულის რაოდენობა კვლავ იზრდება

ბოროტმოქმედმა ასევე დაჭრა მეორე, 48 წლის მამაკაცი. ინციდენტი ვარკეთილის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში ოთხშაბათს მოხდა.

შსს-მ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ბრალდებულის დასაკავებლად.

მასმედიასა და სოციალურ ქსელში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბოროტმოქმედს, რომელიც საპატიმროდან ახალი გამოსული იყო, დიდი ხანია მსხვერპლის ცოლი უყვარდა. მკვლელობის შემდეგ მან თითქოსდა ეს ქალი ავტომობილში ჩაისვა და გაიტაცა. ამ ინფორმაციას ავრცელებს ინტერნეტ-ტელევიზია iTV.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0