კონტრაბანდული ოქრო საქართველოში - გამოვლენილია ორი ფაქტი

გამოწერა
ამოღებული ოქროს ნაწარმის საბაჟო ღირებულება ჯამში 100 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კონტრაბანდის ორი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
თაღლითობა Facebook-ით - დაკავებულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

ამოღებული ოქროს ნაწარმის საბაჟო ღირებულება ჯამში 100 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა") მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0