02:21 19 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0352
  • 100 RUB3.9895
  • USD2.6655
სასწრაფო დახმარება

ბათუმში მომხდარ ავარიას ტაქსის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1406)
198 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა გმირთა მოედანზე დღეს დილით ოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა — ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო ("ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1406)

მთავარი თემები