თუშეთისკენ მიმავალ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა - გზა დაკეტილია

© Sputnik / Levan Avlabreliექსკავატორი
ექსკავატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს შიდასახელმწიფოებრივ გზაზე ძლიერი წვიმის გამო კლდის მასა ჩამოიშალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამჟამად გზის 28-64-ე კილომეტრ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები.

„სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია">>

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 43-ე კილომეტრამდე, დაახლოებით 15 კმ გზა უკვე გაწმენდილია.

ყველა ახალი ამბავი
0