ფოთში რუსი ტურისტი დაიხრჩო

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სანაპიროზე ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა,

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ფოთში  ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

მაშველები - Sputnik საქართველო
ბათუმში მაშველებმა ორი მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სანაპიროზე ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა, ისინი რუსი ტურისტები არიან.

მიუხედავად მაშველების მცდელობისა, მათ ტურისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი ოთხ ბალს აღემატება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ისინი მაინც შევიდნენ ზღვაში. მაშველებმა ახალგაზრდა გოგონას გადარჩენა შევძელით, 25 წლამდე მამაკაცი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი”, – განაცხადა მაშველმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0