თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი აღმოუჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა ჯამში 3 ათასი ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
ოფიცრებმა ორივე მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგი ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს.
„საქართველოში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაბანდული საქონელი შემოიტანეს">>
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, მათ ჩამოერთვათ საქონელი და თითოეული დაჯარიმდა 1 ათასი ლარით.