01:53 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
პოლიციის ავტომობილი თურქეთში

თურქეთში ორი ქართველი ქალზე ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Eray Erkylych
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1387)
135 0 0

თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ქალს ხელ-ფეხი შეუკრეს და სცემეს, შემდეგ კი სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქალზე ძალადობასა და ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თურქეთის პოლიციის ცნობით, ბრალდებულები 1 აგვისტოს ანტალიაში ერთ-ერთი სახლის მეპატრონეს დაესხნენ თავს, ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ — ხელ-ფეხი შეუკრეს და სცემეს. შემდეგ კი სახლიდან ძვირფასი ნივთები გაიტანეს.

თავდამსხმელი სამი იყო — საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე. სამართალდამცველების ინფორმაციით, ეს უკანასკნელი მკვლელობაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა.

ეჭვმიტანილებს პოლიციაში მიყვანისას მსხვერპლი და მათი ნათესავები დახვდნენ და ადგილზე ანგარიშსწორება სცადე, თუმცა ისინი პოლიციამ შეაჩერა.

დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (1387)

მთავარი თემები