22:21 14 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0308
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6642
მოსამართლის ჩაქუჩი

ჩხუბი არჩევნების დღეს: ბრალდებულებს ჯარიმები გამოუწერეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1390)
43 0 0

2016 წლის არჩევნებზე ოპოზიციური დეპუტატების ცემაში ბრალდებულებს ჯარიმები გამოუწერეს

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კორცხელში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მომხრეების ცემაში ხუთი პირი დამნაშავედ ცნო და სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა გამოუწერა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯარიმები 3 000 ლარიდან 7 000 ლარამდე მერყეობს.

Amnesty International-მა საქართველოში სისხლის სამართლის საქმეები შეაფასა >>

თავდაპირველად ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო სსკ-ის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსმენების დროს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და გიორგი გოგიძე, გიორგი გიგაური, ნოშრევან წურწუმია, კობა ტყეშელაშვილი და ვლადიმერ გეგეშიძე სსკ-ის 126-ე „ცემის“ მუხლით ბრალდებულად ცნო.

კორცხელში ჩხუბი 2016 წლის 22 მაისს რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების დროს მოხდა. იმ დღეს ამ სოფელში საარჩევნო უბანთან მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მომხრეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გაუსწორდნენ. მათ შორის იყვნენ ნიკა მელია, გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, რომლებიც არჩევნების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდნენ და საკუთარი პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დააარსეს.

„ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, როდესაც "ქართული ოცნების" ტაბელურ ზონდერებს, სასამართლო რაღაც სამ წლის თავზე მხოლოდ ჯარიმას აკისრებს, ესენი არიან ადამიანები, ვინც დღესაც ქართული ოცნების აქტივისტები არიან. ამ ფულსაც ახლა მიაწვდის ბატონი კალაძე „ქართული ოცნების“ შესაბამისი ფონდიდან,“ — განაცხადა ნიკა მელიამ ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

იმაში, რომ ბრალდებულები მმართველი პარტიის დავალებით მოქმედებდნენ, გიგა ბოკერიაც დარწმუნებულია.

ცესკომ საარჩევნო უბნებზე ახალი აკრძალვები დააწესა >>

„ყველასთვის ნათელია, რომ ეს ხალხი იქ იყო პოლიტიკური დავალებით ხელისუფლების, მმართველი გუნდის და პოლიტიკური ძალის. ამიტომაც, „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი კლასიკური  სქემა გათამაშდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები იტყოდნენ, ვინ დაავალა იქ მისვლა. ჩვენი სამიზნე იყო არა შემსრულებლები პირველ რიგში, არამედ ის, ვინც ეს მათ დაავალა. თუმცა შემსრულებლებიც უნდა დასჯილიყვნენ,“ — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ჩხუბში პოლიციის ორი თანამშრომელიც დაშავდა. შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალა გამოიყენეს ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ. თავდაპირველად საქმეზე ექვსი პირი დააკავეს. მოგვიანებით ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე — გიორგი ტყემალაძე გარდაიცვალა.


თემები:
შემთხვევები საქართველოში (1390)

მთავარი თემები