ესპანეთი ქართულ ოჯახს გარდაცვლილი ბავშვის ცხედრის გადაცემაზე უარს ეუბნება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიბარსელონა
ბარსელონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსულომ ესპანეთში დაღუპული ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბარსელონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები თითქმის ორი თვეა, ცდილობენ დაღუპული ახალშობილის ცხედრის გადაცემაზე ნებართვის მიღებას, რათა ის სამშობლოში ჩამოასვენონ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საქართველოს მოქალაქემ 14 ივნისს სახლში იმშობიარა. მშობიარობის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ახალშობი დაიღუპა. ესპანეთის ხელისუფლება ცხედრის გადატანისთვის საქართველოს მოქალაქეებისგან 6 ათას ევროსა და დაბადების მოწმობას ითხოვს, რომელიც მშობლებს არა აქვთ. მათ დახმარებისთვის საქართველოს საკონსულოს მიმართეს. საკონსულომ მათი განცხადება სამშაბათს დაარეგისტრირა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ოთხი წლის ბავშვის მკვლელობა ბათუმში: მკვლელი შერაცხადი ყოფილა

„საკონსულოში არავინ ნორმალურ პასუხს არ გვცემდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რადგან 48 საათი არ იცოცხლა (ჩვილმა), მასზე არ გაიცა დაბადების მოწმობა. შემდეგ ეს ყველაფერი ვაცნობეთ საკონსულოს, და საკონსულომ ამის შემდეგ გვითხრა უარი. თანხაზე რომ სთხოვა ჩემმა დამ, მას უთხრეს, რომ თქვენი ხარჯებით გადმოასვენეთ და თუ თანხმობა იქნება საქართველოდან და გაიცემა დაბადების მოწმობა, ამ თანხას დაგიბრუნებთ", — განუცხადა გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ, ანა ჩილინდრიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ს.

ჩვილის ნათესავები ამტკიცებენ, რომ თუ ისინი შემდეგ თვეში თუნდაც 400 ევროს არ გადაიხდიან, ბავშვის ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ.

როგორც ტელეკომპანია საქართველოს საგარეო უწყებაზე დაყრდნობით აცხადებს, საკონსულოსთვის დახმარების თხოვნით ოფიციალურად არავის მიუმართავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია მასმედიაში გავრცელდა, მათ საქმის აქტიურად შესწავლა დაიწყეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბავშვის ცხედრის გადასვენება საქართველოში რამდენიმე სამართლებრივ დეტალს უკავშირდება და მათი გადაწყვეტაა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0