ავარია თელავში: დაშავებულებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები ავტომობილებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. რვა ადამიანი დაშავდა თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელთა შორის ხუთი არასრულწლოვანია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ბათუმისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ავტომობილებიდან დაშავებულები მაშველებმა გამოიყვანეს. 

ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. 


ყველა ახალი ამბავი
0