22:26 14 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0308
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6642
დაკავება

შვიდი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა ტყიბულის შატხებში მომხდართან დაკავშირებით

CC BY 2.0 / Tar Sands Blockade / Darryl Hannah in Handcuffs
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ტრაგედია ტყიბულის შახტში (16)
121 0 0

ექვსი ადამიანია დაკავებული 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო ერთი - 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ტყიბულის შახტებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით 7 პირია დაკავებული, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

სამინისტროს ინფორმაციით, 6 ადამიანია დაკავებული 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი — ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი — გ.კ., შახტის მენეჯერი — მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე — ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

სამართალდამცავების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ ის, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.

5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.

კიდევ ერთი პირი სამართალდამცველების  მიერ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არის დაკავებული. 

1983 წელს დაბადებული ინდმეწარმე დ. ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება მისივე კუთვნილ ქვანახშირის შახტში სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ს.-ს კუთვნილ ქვანახშირის შახტში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე მიმდინარეობს გამოძიება 2018 წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.


თემები:
ტრაგედია ტყიბულის შახტში (16)

მთავარი თემები