14:07 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
ავღანეთი

ტერაქტი ავღანეთში: დაღუპულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან

© photo: Sputnik / JAK
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
11301

საპატრულო კოლონას თვითმკვლელი ტერორისტები დაესხნენ თავს, რა დროსაც დაიღუპა ნატოს მისიის სამი ჯარისკაცი — ერთი ამერიკელი და ორი ავღანელი.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ქართველი სამხედროები არ დაშავებულან ავღანეთის ფარვანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება პირველი არხი საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი ჩეხი სამხედროების პასუხისმგებლობის ზონაში მოხდა, რომელიც საკმაოდაა დაშორებული ფარვანის პროვინციაში მყოფ, „მტკიცე მხარდაჭერის“ არასაბრძოლო მისიაში ჩართულ ქართველთა განთავსების ადგილს.

საპატრულო კოლონას თვითმკვლელი ტერორისტები დაესხნენ თავს, რა დროსაც დაიღუპა ნატოს მისიის სამი ჯარისკაცი — ერთი ამერიკელი და ორი ავღანელი. 

ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება „თალიბანმა.

მთავარი თემები