გორში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

გამოწერა
მოქალაქეებს მოპოვებული ჰქონდათ 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. გორში უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თევზი - Sputnik საქართველო
კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

დეპარტამენტის ცნობით, გორის ორ სოფელში, უფლისციხისა და სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგანბადის გამოყენებით  თევზს უკანონოდ იჭერდნენ – ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

უწყების ინფორმაციით, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებით თევზჭერა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.  აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური  აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებები.

სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა კი დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.


ყველა ახალი ამბავი
0