საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აზერბაიჯანის საზღვართან დიდი ოდენობით ჰერონი ამოიღო

გამოწერა
ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწებს

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს 28 წლის რ. მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, რ. მ.-ს, რომელიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაც ედება.

დაკავება - Sputnik საქართველო
დაკავებულია 98 ნარკორეალიზატორი: შსს შვიდი თვის მონაცემებს აქვეყნებს

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 3 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილო და 119 გრამ ჰეროინს შეიცავს, ასევე, 1,1935 გრამი მეტამფეტამინი“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0