თელავში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებია კი – სცემა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაპის დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თელავის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა ცივი იარაღით დაჭრა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი.

პატრული - Sputnik საქართველო
სისხლიანი დაპირისპირება კახეთში: ძმამ ძმა ცივი იარაღით დაჭრა

თვითმხილველების თქმით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ახალგაზრდამ ცივი იარაღით მოხუცი მამაკაცი გულ-მკერდის არეში დაჭრა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა. ქალს მრავლობითი დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ცოლ-ქმარი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს  სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0