01:50 20 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
კლინიკა

ბოლო ცნობები ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1062)
29301

ექიმების განცხადებით, დაშავებულებს ძირითადად ქალა-ტვინისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერმასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბოლო მონაცემებით  დაშავებულებს შორის ორი ადამიანის  მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათგან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ავარიის დროს დაშავებული კიდევ ორი ადამიანი კი მართვით სუნთქვაზეა.

დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანიცაა, რომლებიც თბილისში, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, ორი წლის პაციენტს სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაწერენ, 14 წლის გოგონა კი ჯერჯერობით დარჩება კლინიკაში.

„კლინიკაში შემოყვანილ ორივე პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები, სისხლნაჟღენთები თავისა და სხეულის ზედაპირზე. შედარებით საყურადღებოა 14 წლის პაციენტი, რომელთანაც დამატებით გამოხატულია თავის ტვინის შერყევის სიმპტომატიკა. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა კვლევები. ამ ეტაპზე, ორივე პაციენტი მეთვალყურეობის მიზნით კლინიკაში რჩება. არცერთ პაციენტთან ქირურგიული ჩარევა არ დაგვჭირვებია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე საათში ვვარაუდობთ, რომ გაეწერება ორი წლის პაციენტი. 14 წლის გოგონა სავარაუდოდ გადავა ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. იქ რამდენი ხანი დარჩება, ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა სოფიო კუსიანმა.

ექიმების განცხადებით, დაშავებულებს ძირითადად ქალა-ტვინისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.

თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი, სოფელ ფერმასთან, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი ახალქალაქი-რუსთავის რეისს ასრულებდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


თემები:
შემთხვევები საქართველოში (1062)

მთავარი თემები