მორიგი ავარია ავტობანზე: არის დაშავებული

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისი-სენაკის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ გორთან მოხდა. ერთმანეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალი მსუბუქი და „გაზელის“ ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ბათუმში – ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. დაშავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ავარიის გამო, ამ დროისთვის მანქანების გადაადგილება შეფერხებულია.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


ყველა ახალი ამბავი
0