ბათუმში სამი არასრულწლოვანი დააკავეს

გამოწერა
არასრულწლოვანებმა სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში სამი არასრულწლოვანი ქურდობისა და ქურდობის მცდელობისთვის პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„არასრულწლოვნებმა კარი ქვით შეამტვრიეს“ - „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელი გაქურდეს

გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ივლისს დანაშაულებრივი ჯგუფის სამმა წევრმა — 2000 წელს დაბადებულმა ლ.ც.-მ, 2002 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ და 2001 წელს დაბადებულმა ლ.წ.-მ ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს.

 „აღნიშნულმა პირებმა ასევე სცადეს იქვე მდებარე სამკერვალოს გაქურდვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნაქურდალი თანხა ჯამში 11 650 ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი სამართალდამცველებმა ამოიღეს", — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი, დიდი ოდენობით ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 19-177 მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0