ბათუმში ერთდროულად ოთხი მაღაზია გაქურდეს

გამოწერა
მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ბათუმში ერთბაშად ოთხი მაღაზია გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გლდანში „ბეკოს“ მაღაზია მესამედ გაქურდეს

შემთხვევა ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე დღეს, გამთენიისას მოხდა.

სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებმა მომხდარის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა დილით შესასვლელი კარი გატეხილი დახვდათ. მათი თქმით,  მძარცველებმა მხოლოდ დიდი ოდენობით თანხა წაიღეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.

სამართალდამცველებმა უკვე შეისწავლეს სავაჭრო ობიექტებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერები. წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0