ბათუმში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

© FB / Zurab Pataradzeსასწრაფო დახმარების ბრიგადა ბათუმში
სასწრაფო დახმარების ბრიგადა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მატარებელი - Sputnik საქართველო
ზესტაფონში ჩქაროსნულმა მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა

შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს და სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. 

„არ ვიცით, რა არის მიზეზი. ხმაური რომ გავიგონე, ჩამოვედი ზედა სართულიდან და ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. გამოვიძახეთ სასწრაფოც და პოლიციაც, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამბობენ, რომ სადარბაზოში რაღაცას აკეთებდა და მაღალი ძაბვის სადენს შეეხოო“, – აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0