ზესტაფონში ჩქაროსნულმა მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა

© photo: Sputnikმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცს ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავტობუსები - Sputnik საქართველო
კახეთის გზატკეცილზე ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა

უბედური შემთხვევა ზესტაფონში გუშინ, საღამოს მოხდა. მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0