თურქეთში ავტოავარიის შედეგად ხუთი ქართველი დაშავდა

© AFP 2024 / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქმეში ჩართულები არიან თურქი სამართალდამცველები.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა, იუწყება ქართული მასმედია.

სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში - Sputnik საქართველო
თურქეთში სარკინიგზო ავარიაში 24 ადამიანი დაიღუპა

შემთხვევა სამსუნი–ანკარის ავტომაგისტრალზე დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ქავაქიდან სამსუნში მიემართებოდნენ. დაშავებულები სამსუნის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივი სამართალდამცველები იძიებენ.

ყველა ახალი ამბავი
0