ავტოავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა ახალგაზრდა ქალი

© Sputnik / Shota Nozadzeსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარია თბილისში, გლდანში მოხდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალი გზაზე გადადიოდა, ამ დროს მას მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ქალი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მძღოლი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ყველა ახალი ამბავი
0