მარნეულში 7 წლის ბიჭი არხში დაიხრჩო

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების ინფორმაციით ბიჭი წყლის არხთან თამაშობდა

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მარნეულის სოფელ კიროვკაში შვიდი წლის ბიჭი არხში დაიხრჩო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თვითმხილველების ცნობით, ბიჭი წყლის არხთან თამაშობდა.  როცა მოიკითხეს და ვერ დაინახეს, ძებნა დაუწყეს. მოგვიანებით კი ბავშვი არხში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0