რაჭის მთებში ათობით ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი

© photo: Sputnikადიდებული მდინარე
ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ღებთან წყალდიდობის ადგილას მობილიზებულია ტექნიკა, სპეციალისტები მდინარეში წყლის დონის დაკლებას ელოდებიან

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. რაჭაში, სოფელ ღებთან მდინარე რიონი ნაპირებიდან გადმოვიდა, 50 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა, განაცხადა რეჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ პირველი არხის ეთერში.

„სოფელ ღებში წაიღო უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, რის შედეგადაც გარესამყაროს მოწყვეტილია 60-მდე ოჯახი. დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სავარგულები, თუმცა სახლები არ არის დაზიანებული. სამუშაოებს ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებთ, ველოდებით მდინარის დონის დაკლებას. ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ლუხუნია ადიდებული და ჩაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი. იქ მობილიზებულია ტექნიკა და სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გზა გაიხსნება“, — განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0